აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

EASTERN UKRAINE , UKRAINE - JULY 1: Kuzia, the commander of the unit, shows the rockets on HIMARS vehicle in Eastern Ukraine on July 1, 2022. (Photo by Anastasia Vlasova for The Washington Post via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

„უახლესი პაკეტი დაეხმარება უკრაინას, გააგრძელოს გაბედულად საკუთარი თავის დაცვა რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის წინაშე. რუსეთს შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს. სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ჰაუბიცებისთვის, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, მცირე იარაღსა და საბრძოლო მასალას, სატვირთო მანქანებსა და მისაბმელიან მანქანებს მძიმე ტექნიკის ტრანსპორტისთვის, ასევე სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საველე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია უკრაინის დაცვის გაძლიერებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები