კრემლის დაბომბვის საფრთხის გამო, პუტინი ნოვო-ოგარიოვოდან მუშაობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგარიოვოში მდებარე რეზიდენციიდან მუშაობს, რადგან გვიან ღამით კიევს კრემლის დაბომბვის მცდელობა ჰქონდა, რასაც მოსკოვში ტერაქტის და პუტინის ლიკვიდაციის მცდელობად აფასებენ.

როგორც პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რუსული მხარე იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ თავდასხმას, “სადაც და როდესაც საჭიროდ ჩათვლის”.

რაც შეეხება ინციდენტს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი დრონის მოგერიება შეძლეს, რომლის სამიზნე კრემლი იყო.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, პუტინის სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა.

პესკოვის თქმით, თავდასხმის მომენტში პუტინი კრემლში არ იმყოფებოდა, დღეს კი ის მოსკოვის მახლობლად მდებარე ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციიდან მუშაობს.

მისი თქმით, წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმის გამართვის გეგმები ძალაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები