საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადათვლის ცენტრებში 28 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები გადაითვალეს ხელახლა.

„პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს – როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც 5-ზე ნაკლები საარჩევნო უბანი იყო, ყველა უბანი გადაითვალეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით, კომისიის სხდომაზე გამოავლინეს 5 საარჩევნო უბანი, გახსნეს აღნიშნული საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალეს კენჭისყრის შედეგები.

გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები.
გადათვლა ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ პირველ მაისს განახორციელა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები