გივი მიქანაძე: პულსზე უნდა გვედოს ხელი, რადგან ჩვენ ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვართ დაქირავებულები

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოების უმეტესობის პოზიცია ყოველთვის იყოს მოსმენილი – პულსზე უნდა გვედოს ხელი, რადგან ჩვენ ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვართ დაქირავებულები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თბილისში გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის მიზანია ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

„საზოგადოება ძალიან აფასებს იმ ღირებულებებს, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა. ეს არის – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და რომ საზოგადოებისთვის უმთავრესია, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი საზოგადოება იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. სწორედ მშვიდობის შენარჩუნება, ამ ქვეყნის შემდგომი განვითარება ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დღის წესრიგია და ამას ეხმაურება ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოების უმეტესობის პოზიცია ყოველთვის იყოს მოსმენილი – პულსზე უნდა გვედოს ხელი, რადგან ჩვენ ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვართ დაქირავებულები. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ არა მხოლოდ მმართველმა გუნდმა, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ესაა განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, რადგან ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, მასთან ერთად ვიხილავთ საკითხებს და მიგვყავს ეს ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები