რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: რაც არ უნდა დიდი პერიოდი გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე

რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი იყო და შესაბამისად, მას აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვალდებულება, რომ ეს ზიანი სრულად აანაზღაუროს, რომელიც მან საქართველოს მოქალაქეებს მიაყენა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ 2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილება აქვს ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ამ ზიანს რუსეთი სრულად აანაზღაურებს. რაც არ უნდა დიდი პერიოდი გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები