ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე და შვილი იპოვეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ფაჩულიას ცოლ-შვილი იპოვეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ნათია ხინჩიაშვილი და მისი 3 წლის შვილი უვნებლები არიან.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ფაჩულიას ცოლ-შვილი გუშინ გაუჩინარდა. როგორც „კვირას“ ფაჩულიამ განუცხადა, ნათია ხინჩიაშვილი 3 წლის შვილთან ერთად დასასვენებლად იმერეთში იმყოფებოდა, საიდანაც გუშინ, 17 საათისთვის დაბრუნდნენ. “მეუღლე და ბავშვი ბრუნდებოდნენ სოფლიდან ფოთში. ჩემმა მეუღლემ ბოლოს 14 საათსა და 59 წუთზე მესაუბრა. ჯერ კიდევ ქუთაისში იმყოფებოდნენ და სამარშრუტო ტაქსში ისხდნენ. მითხრა, რომ მობილური უჯდებოდა და, როგორც კი მოვიდოდნენ სახლში, გადმომირეკავდა. ფიქსირდება, რომ ჩამოვიდნენ ფოთში და მას შემდეგ მათი კვალი იკარგება”, – განაცხადა ზურაბ ფაჩულიამ
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები