უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი სამამდე გაიზარდა, შესაბამისად, დაბომბვას უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე, 15 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მათ შორის ორი ბავშვი იყო.

ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს უკრაინის ტერიტორია დაბომბეს. უმანში ჭურვი მაღალსართულიან სახლს მოხვდა.

ასევე, დაიბომბა დნიპრო, სადაც დედა-შვილი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები