უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შვეიცარიამ ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია – ამის შესახებ ინფორმაცია twitter-ზე ეუთოში შვეიცარიის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხდომა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარემ თომას გრემინგერმა მოიწვია. სხდომაზე უკრიანაში შექმნილი სიტუაცია განიხილება. ამავე სხდომაზე, უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები