უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა, ჯამურად, 471 ბავშვი მოკლეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 952 ბავშვი დაშავდა.
„2023 წლის 28 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა და დაშავდა 1 423-ზე მეტი ბავშვი. არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 471 ბავშვი, ხოლო 952-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, – ნათქვამია გენერალურმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მიმდინარეობს.