რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ნოვოაზოვსკის გარეუბნებში რუსული ჯავშანტექნიკაა განთავსებული. ხოლოდნოეს დასახლებულ პუნქტში კი “ურაგანის” სისტემების განთავსება დაფიქსირდა.
“უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა მიიღო გადაწყვეტილება ნოვოაზოვსკიდან უკრაინის სამთავრობო ძალების გამოყვანის თაობაზე”, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.