უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 190 ათას ჯარისკაცს უახლოვდება – გენშტაბის განახლებული სტატისტიკა

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 189 460 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის – 540 ბოლო ერთ დღეში.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, 3 694 ტანკი; 7 181 ჯავშანტექნიკა; 2 905 საარტილერიო სისტემა; 543 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა; 294 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 308 თვითმფრინავი; 294 ვერტმფრენი; 2 467 დრონი; 911 ფრთოსანი რაკეტა; 18 გემი/ნავი; 5 819 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი; 353 სპეცტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გასული წლის 24 თებერვალს, გამთენიისას განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები