„ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“ – გამოფენა გაიხსნება

27 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსენება გამოფენა: „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს გააცოცხლებს. დამთვალიერებელი გაეცნობა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო ხელოვნებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საკუთრივ საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.
გამოფენის კურატორია მხატვარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა მგალობლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები