დეპუტატებმა „ბავშვის  უფლებათა კოდექსსა” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში” ცვლილებაზე იმსჯელეს

„ბავშვის უფლებათა კოდექსსა” და „პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ” კანონში   ცვლილება შედის. ცვლილების თანახმად, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება მოხდება.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.

„ცვლილებით, მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები