ალექსანდრე ზახარჩენკო: უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსი სამხედროები იბრძვიან

   დონბასში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსი სამხედროებიც იბრძვიან, – ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა. მისი განცხადებით, ყოფილი რუსი სამხედროების გარდა, დონბასში მოქმედი რუსი სამხედროებიც არიან. როგორც ზახარჩენკომ აღნიშნა, რომ არა რუსი სამხედროები, დონბასში მყოფ მებრძოლებს ძალიან გაუჭირდებოდათ. “რუსეთიდან მოხალისეებად ბევრი ყოფილი სამხედრო ჩამოდის და ჩვენს მხარდამხარ იბრძვის. მათ ესმით, რომ ეს მათი ვალია”, – განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები