საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
2023 წლის 26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზბიგნევ რაუ ეწვევა. პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი. ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.