არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის – ეს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია ჩვენი ქვეყნის მიმართ

“მისასალმებელია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი კატერინ კოლონა ჩამოდის საქართველოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია საქართველოს მიმართ.

„მისასალმებელია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი კატერინ კოლონა ჩამოდის საქართველოში. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და განსაკუთრებით საყურადღებო არის, რა თქმა უნდა, მომენტი, როდესაც ეს ვიზიტები ხორციელდება, საქართველო ემზადება იმ განხილვებისა და იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. ხელისუფლება სრულად განახორციელებს ევრორეკომენდაციებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები