“ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპეციალური ორდენით დააჯილდოვა”
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, მამუკა სეფიაშვილი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპეციალური ორდენით – „უმაღლესი თავდადების ორდენით“ დააჯილდოვა.
მამუკა სეფიაშვილი თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ 200-მდე ქართველ მაშველს ხელმძღვანელობდა, რომლებიც აღნიშნულ ქალაქებში 18 დღის განმავლობაში ასრულებდნენ სამაშველო მისიას.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა.