სეპარატისტები უკრაინაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ
სეპარატისტები უკრაინაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ აზოვის ზღვის სანაპიროზე ქალაქი ნოვაზოვსკი დაიკავეს და მარიოპოლისკენ მიემართებიან, რომელიც სამთავრობო ძალებმა პრორუსული მებრძოლებისგან ორი თვის წინ დაიბრუნეს.
ქალაქ დონეცკში კვლავ სროლის ხმა ისმოდა, სადაც ბრძოლების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების დროს კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა და მთლიანად დაიწვა.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის ფაქტს უარყობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ეს რომ სიმართლე იყოს კონტრშეტევა კიევზე იქნებოდა დაწყებული.