ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა

   რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა. “ლევადა ცენტრის” გამოკითხვის მიხედვით, 22-25 აგვისტოს პერიოდში პუტინის რეიტინგმა 85,5% შეადგინა. 1-4 აგვისტოსთვის კი, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 87%-ი იყო.
“ლევადა ცენტრის” მონაცემებით, 4%-ით შემცირდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის რეიტინგიც და 67%-ს შეადგინა. რუსული მედიის ინფორმაციით, 2014 წლის იანვრიდან გამოკითხვის ბოლო შედეგებამდე, პუტინის რეიტინგი 65%-დან 84 პროცენტამდე გაიზარდა, ივნისში კი მესამეჯერ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – 86%-ს.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგის დაცემა ნაწილობრივ განაპირობა აშშ-დან, კანადიდან, ნორვეგიიდან, ავსტრალიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები