მერკელი პუტინისგან უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის გამო განმარტებას ითხოვს

    გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ “დოიჩე ველეს”ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის გამო განმარტებას ითხოვს.
“პუტინთან სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა რუსეთის პასუხისმგებლობას უკრაინაში ვითარების დეესკალაციაზე და საკუთარი საზღვარის კონტროლზე“, -განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს უკრაინის აღმოსავლეთით რუსული ჰუმანიტარული ტვირთის მორიგი კოლონის გაგზავნის შესახებ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები