ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ახლა პირველ კლასში არიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12 კლასსაც დახურავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნელ-ნელა საპარლამენტო ცხოვრებას აჩვევენ.

“მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა, ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ “მინისტრის საათზე” ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის.

საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12 კლასსაც დახურავენ,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები