ირაკლი კობახიძე: ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ქართველ მოსამართლეებს – სოლიდარობას
ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია სოლიდარობას უცხადებს მოსამართლეებს.
“ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას ვუცხადებთ. არის ძალიან უხეში მცდელობა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება.
ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გვჭირდება”, – თქვა კობახიძემ.