გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” დაშლის პროცესს ვადევნებთ თვალს

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესს ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ქვეყანა შეარყიოს. ეს არის მთავარი ნიშანი, რითაც მათმა მხარდამჭერებმა ხაბეიშვილი გამოარჩიეს და მელიასთან შედარებით მეტად მობილიზებულად ჩათვალეს“, – თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლევან ხაბეიშვილისა და ნიკა მელიას მომხრეები ღიად უპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები