მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ
თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის კვლავ არ გავლა, ქართული სასამართლოს მიმართ სოლიდარობაა.
„რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს თქვენ იცით. ამიტომ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით და თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!“, – განაცხადა მდინარაძემ.