რატი იონათამიშვილი: როგორც კეზერაშვილის მხარდაჭერა, ასევე, მისი ბენეფიციარების პარტნიორობა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი თვითონაც ხდება კრიმინალური თანხების ბენეფიციარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერა, ასევე, მისი ბენეფიციარების პარტნიორობა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი თვითონაც კრიმინალური თანხების ბენეფიციარი ხდება.
„ამაყებიც კი არიან თურმე, რომ კეზერაშვილისგან იღებენ ფინანსებს, რითაც მერე ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან. სინამდვილეში, ეს ძალიან დიდ დისკომფორტსა და უხერხულობას უნდა უქმნიდეთ იმიტომ, რომ როგორც კეზერაშვილის მხარდაჭერა, ასევე, მისი ბენეფიციარების პარტნიორობა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი თვითონაც ხდება კრიმინალური თანხების ბენეფიციარი“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.