ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დავიცავთ იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა

“ჩვენ დავიცავთ იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მისი გაჯანსაღებისკენ მიმართული არ არის.

“პარლამენტში ეს პროცედურული ომი გასაგებია და, სხვადასხვა ფორმით, მსოფლიოს ყველა პარლამენტი იყენებს ამას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის არა სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისკენ ან გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი – არამედ, ეს არის სასამართლო სისტემაში, პოლიტიკური ჩარევისკენ მიმართული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ამ შემთხვევაში იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, პარლამენტში კენჭისყრაზე დღესაც გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები