ლევან იოსელიანი – სააკაშვილის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს

“იმ საჩივარს, რომელიც მათ სტრასბურგს წარუდგინეს, კონსილიუმის მოსაზრებებიც თან დაურთეს. ამ ეტაპზე, ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს.

“ბუნებრივია, იქაც მხარეებს სთხოვენ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ეს მიმდინარეობს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო თავის მოსაზრებებს აწვდის. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს”,- აღნიშნა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები