ოთარ შამუგია: პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია პრემიერის ინიციატივით შემუშავებული – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერის ინიციატივით შემუშავებული დოკუმენტის – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია პრემიერის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გატარებულმა პოლიტიკამ 2030 წლისათვის უნდა უზრუნველყოს 30 მილიარდი ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის გამოშვება და 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.