სელენასთან პაემნის დროს გადაღებული ფოტოს გამო, ჯასტინ ბიბერმა გოგონას ხელი გაარტყა

თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი უსიამოვნო ისტორიაში გაეხვია, მას ახალგაზრდა გოგონასთვის ხელის გატყმაში ადანაშაულებენ. როგორც უცხოური მედია-საშუალებები იუწყებიან, ჯასტინი ძალზე გააბრაზა ფანმა გოგონამ, რომელმაც ტელეფონზე ჯასტინის და სელენა გომესის პაემანის გადაღება შეძლო. გოგონასთან ბიბერის პირადი მცველი მივიდა და ვიდეო ჩანაწერის ჩვენება მოსთხოვა, ბიბერის თაყვანისმცემელმა კი უარი განაცხადა მისთვის ტელეფონის გადაცემაზე. ამ დროს კი ჯასტინს ნერვებმა უმტყუნა და ფანს განრისხებული ეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაბრაზებულმა მომღერალმა გოგონას ხელი დაარტყა. ინციდენტის გამო ჯასტინ ბიბერი პოლიციას ჯერ ჯერობით არ დაუკავებია, თუმცა მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მასალების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები