გოგა ხაინდრავა: ელჩო დეგნან, დიპლომატის სახე დაკარგეთ
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ელჩო დეგნან, დიპლომატის სახე დაკარგეთ, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევთ, თაღლითს ქომაგობთ, უცხო სახელმწიფოში შფოთს აღვივებთ. საკუთარ რეპუტაციას არაფრად აგდებთ
აშშ-ის პრესტიჟს მაინც გაუფრთხილდით!
თავს ნუ გაიხდით სასაცილოდ,
პოლიტიკური დიდი დეპრესია მოგადგათ კარს!
God Bless AmerIca!”, – წერს ხაინდრავა.