შალვა კიკნაძე: სუდანში ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან – ველოდებით მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას

“ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი რჩება ამ ეტაპზე სუდანში – სიტუაცია არის უცვლელი, ჩვენი თანამშრომლები ისევ უსაფრთხო ადგილზე არიან, წყალი და საკვები პროდუქტები აქვთ, დილიდან ისევ განახლდა შეტაკებები მხარეებს შორის და დაძაბული სიტუაციაა”, – ამის შესახებ „ჯეო სქაის“ ვიცეპრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებლობისთანავე, კომპანია მზადაა, თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყოს.

„მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება მუსლიმანური სამყაროს მარხვა და ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ყველა მხარე იმედოვნებს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მაინც მოხერხდება მხარეებს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამავდროულად, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაერო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეთანხმებას მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი რჩება ამ ეტაპზე ადგილზე. ველოდებით საგარეოსგან დადასტურებას მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე და ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია, როგორც კი შეწყდება ცეცხლი“, – განაცხადა კიკნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები