უკრაინის პრეზიდენტის პარტია „სოლიდარობას“ ახალი სახელწოდება აქვს
უკრაინაში პარტია „სოლიდარობას“ ახალი სახელწოდება დაერქმევა. როგორც დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა, პარტიის ამიერიდან ახალი სახელწოდება „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ დაერქმევა. პარტიის ყრილობაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „ მე ხელს ვაწერ დოკუმენტს, რომლითაც ნებას ვიძლევი გამოყენებულ იქნას ჩემი სახელი და გვარი პარტიის სახელწოდებაში. ეს უბრალოდ იურიდიული ფორმალობა არ არის. ესაა პოზიცია, რომელიც მადლიერების დემონსტრირებას ახდენს არა მარტო პარტიის წევრების, არა მარტო ყრილობის დელეგატების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ, იმისათვის, რომ მათ გამონახეს შესაძლებლობა ჩემი საარჩევნო პროგრამის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ“. ამ გამოსვლამდე 10 წუთით ადრე კი პოროშენკომ ხელი მოაწერა უკრაინის უმაღლესი რადას დათხოვნის განკარგულებას.
წყარო : 112.ua
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_8bDp1k1Chs” width=”560″ height=”315″]