პოროშენკო თურქეთში მოსალაპარაკებლად მიემგზავრება

     ხვალ, 28 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო თურქეთში მიემგზავრება, – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია-საშუალება „ comments.ua „ ავრცელებს. სააგენტოს გავრცელებული ცნობის თანახმად, პოროშენკო თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, გარდა ამისა, იგეგმება ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა, მათ შორის ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. 30 აგვისტოს პოროშენკო მოლაპარაკებების გასამართად ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნურსულთან ნაზარბაევს უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, მინსკში გამართულ სამხრივ შეხვედრაზეც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები