ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დაქსაქსული და დაპირისპირებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთს ამუნათებენ

საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის სწორედ პროპაგანდისტული, ამდენწლიანი ქმედების ლუსტრაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დაქსაქსული, დაპირისპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთს ამუნათებენ, ერთგვარად ნამუსზეც აგდებენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც ეს იქნება მათი სწორედ პროპაგანდისტული, ამდენწლიანი ქმედების ლუსტრაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აღნიშნულის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს, რომელზეც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო.

მოგვიანებით მათ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალეს, რის მიზეზადაც ორი ოპოზიციონერი დეპუტატი – ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე დაასახელეს, რომლებმაც დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. ოპოზიციის განცხადებით, მათ არ ჰყოფნიდათ ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები