გომთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკა „გორმედში“ დაუდასტურეს.
30 წლამდე ასაკის ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.