უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს.
„ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატოს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო – ესწრებოდნენ უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.
აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი, კანონიერი ადგილი ნატოშია. ჩვენ არ გვინდა, რომ მოძველებულმა ილუზიებმა, რომელიც აქამდე აფერხებდა ჩვენს გაწევრიანებას ალიანსში, ახლაც წაართვას დრო უკრაინასა და პარტნიორებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.