საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სადავო საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სადავო რეფორმას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული რეფორმა, რომელიც საფრანგეთის ლიდერმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეში დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი საპენსიო რეფორმის კანონს ხელს ორ დღეში მოაწერს.

საფრანგეთის მთავრობის მტკიცებით, ცვლილებები აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.

თავის მხრივ, აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები