დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
როგორც კირილენკო სოციალურ ქსელში წერს, სავარაუდოდ, კიდევ 7 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი, მათ შორის ერთი ბავშვია.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები და მანქანები.