სამართალდამცველებმა გემიდან სამ-ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს
პერუში სამართალდამცველებმა გემიდან სამ-ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი ერთერთ სატვირთო გემში, ქვანახშირის კონტეინერში იყო დამალული, რომელიც ესპანეთსა და ბელგიაში უნდა გადაეტანათ.
სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ პერუს ორი და მექსიკის ხუთი მოქალაქე დააკავა.
სპეციალისტების განცხადებით, 2012 წელს პერუმ კოლუმბიას გაუსწრო და კოკაინის წარმოების მიხედვით, მსოფლიოს პირველი სახელმწიფო გახდა.