პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა სანქცირებული ოპერაცია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ დაიტონში ჩაატარეს. მათ ტეიშეირა საკუთარ სახლში დააკავეს.
„დღეს იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა ჯეკ დუგლას ტეიშეირა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის არაავტორიზებული გადაცემის გამოძიებასთან დაკავშირებით. ტეიშეირა არის აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის გეგმის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ინტერნეტპლატფორმებს 7 აპრილს აღმოჩნდა.