ზელენსკი: ჩვენი ქმედებები იქნება ძლიერი, ბიჭებს ვამზადებთ

ბიჭებს ვამზადებთ და მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მოწოდებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ძლიერი ქმედებები დააანონსა.

„დღეს სამხედრო კაბინეტის სხდომა გავმართე – ჩვენი თავდაცვითი სექტორის მმართველებთან, ჩვენს ხელმძღვანელებთან, დაზვერვასთან, ოფისთან მუშაობის გამორჩეული ფორმატი. მხოლოდ ის, რაც აუცილებელია უკრაინის ფრონტის მართვისთვის და აქტიური ქმედებების უზრუნველყოფისთვის, რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ძალიან შინაარსიანი იყო.

და ჩვენი ქმედებები იქნება ძლიერი. ჩვენ ვამზადებთ ბიჭებს. და ძალიან მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მოწოდებას. და მაქსიმალურად – ვაახლოებთ გამარჯვებას. მაქსიმალურად – ერთიანობის სული. მაქსიმალურად – ეფექტურობა. მომზადება – ასევე მაქსიმალურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის მიყენებული ყოველი დარტყმისთვის მტერი აუცილებლად მიიღებს საპასუხო დანაკარგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები