საფრანგეთს ახალი მთავრობა ჰყავს
საფრანგეთს ახალი მთავრობა ჰყავს. კაბინეტის ფორმირება და მისი ხელმძღვანელობა ისევ პრემიერ მანუელ ვალსს დაევალა.
ახალ მთავრობაში, ძირითადად, ძველი სახეები სჭარბობენ, საკუთარ პოსტს მხოლოდ 3 მინისტრი დაემშვიდობა, რომლებიც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. ესენი არიან: ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრები.
მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას ადგილობრივ მედიაში ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის არნო მონტებურის სკანდალურ განცხადებას უკავშირებენ, რა დროსაც მან ქვეყნის საბიუჯეტო ეკონომიის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.