ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თავისი ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს. “გარდიანის” ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასავლურ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.
“ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავის ბაზებს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის საპასუხოდ განათავსებს, ასევე, ეს ნაბიჯი იქნება მცდელობა, შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უსიამოვნებების მიყენებისგან”, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები