შსს-ს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღჭურვილობის გადაცემა პროექტების – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში – სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.