საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იყო შეერთებული შტატების „მოკავშირე“ სულაც არ ნიშნავს იყო „ვასალი“.
„იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყო ვასალი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებლად ფიქრის უფლება“, – განაცხადა მან ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„საფრანგეთი მხარს უჭერს ტაივანში არსებულ სტატუს-კვოს, ის მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკასა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების ძიებას“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 9 აპრილს განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა იყოს ყველა საკითხზე აშშ-ის მიმდევარი, რადგან ეს ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში ხელს შეუშლის.