NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ირაკლი ალასანიას საქიანობას მიიჩნევს

NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საქმიანობას აფასებს.
კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, “როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას, გამოკითხულთა 37% ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, აქედან 4% აფასებს ძალიან კარგად, 33% კარგად. გარდა ამის – 41% საშუალოდ, 4% ცუდად.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობას დადებითად 26% აფასებს – 4% მის საქმიანობას მიიჩნევს ძალიან კარგად, 22% – კარგად. 46% სერგეენკოს საქმიანობას აფასებს საშუალოდ და 7% ცუდად.
შემდეგ მოდის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომლის საქმიანობას დადებითად 25% აფასებს. აქედან 3% საგარეო უწყების პირველი პირის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 22% – კარგად. აგრეთვე – 48% საშუალოდ, 5% ცუდად. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 25% აფასებს, აქედან 4% მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი ძალიან კარგად მუშაობს, 21% – კარგად. 45% წულუკიანი საქმიანობას აფასებს საშუალოდ, 9% – ცუდად. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 22% აფასებს,აქედან 2% – ძალიან კარგად, 20%-კარგად. 47% კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 12% – ცუდად.
განათლებისა და მეცნიერიების მინისტრის საქმიანობას დადებითად 16% აფასებს, აქედან თამარ სანიკიძის მუშაობას 1% – ძალიან კარგად, 15%-კარგად. 48%-საშუალოდ და 9%-ცუდად აფასებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის საქმინობას დადებითად 13% აფასებს. 1% პეტრიაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 12%-კარგად. გარდა ამის, 42% პეტრიაშვიოლის საქმიანობას მიიჩნევს საშუალოდ, 6%-ცუდად. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას დადებითად აფასებს 16%, აქედან 1%-ძალიან კარგად, 15%-კარგად. 43%-საშუალოდ, 9%-ცუდად. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის საქმიანობას დადებითად 12% აფასებს. 0% აფასებს ძალიან კარგად, 12%-კარგად, 45%-საშუალოდ და 7%-ცუდად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 11% აფასებს, აქედან 1% ძალიან კარგად, 10% კარგად. აგრეთვე – 41%-საშუალოდ და 7%-ცუდად. სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობის დროინდელ საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 15%, აქედან 1%-ძალიან კარგად, 14%-კარგად. 48%-საშუალოდ, 12%-ცუდად. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 11%, 1%-ძალიან კარგად, 10%-კარგად. ეკონომიკის მინისტრის საქმიანობას 42% მიიჩნევს საშუალოდ, 8%-ცუდად. ელგუჯა ხოკრიშვილის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობისდროინდელ საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 5%, აქედან 0%-ძალიან კარგად, 5%-კარგად; 35%-საშუალოდ და 5%-ცუდად. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის საქმიანობას დადებითად აფასებს 10%. მის საქმიანობას 0%-ძალიან კარგად, 10%-კარგად; 47%-საშუალოდ და 16%-ცუდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები