მედია: სამხრეთ კორეა აშშ-ს 500 ათას საარტილერიო ჭურვს გადასცემს

სამხრეთ კორეა აშშ-ს 500 ათას, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს გადასცემს, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.

ამის შესახებ Bloomberg-ი კორეულ გაზეთ DongA Ilbo-ზე დაყრდნობით წერს.

საბრძოლო მასალები საჭიროა 155 მმ-იანი ჰაუბიცების აღჭურვისთვის, რომლებსაც კიევს დასავლეთის ქვეყნები აწვდიან.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, კორეის მთავრობასა და კორეის თავდაცვის ინდუსტრიას შორის კონტრაქტი მარტში გაფორმდა, – ნათქვამია DongA Ilbo-ს სტატიაში.

2022 წელს კორეამ შეერთებულ შტატებს 100 ათასი ჭურვი მარაგების შესავსებად მიჰყიდა. ამან ვაშინგტონს საშუალება მისცა, კიევისთვის საკუთარი საბრძოლო მასალები გაეგზავნა.

DongA Ilbo-ს ცნობით, თებერვალში შეერთებულმა შტატებმა სეულს კიდევ 100 ათასი ერთეული სთხოვა, მაგრამ სეული ხუთჯერ მეტ მასალას აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები