“არ გავჩერდებით, სანამ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის წყაროს არ მივაგნებთ” – ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამოძიებას წყაროს გამოვლენამდე არ შეწყვეტს.

ამის ესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე თქვა.

„გამოძიებას გავაგრძელებთ, სანამ გაჟონვის წყაროს და მასშტაბებს არ დავადგენთ“, – თქვა ოსტინმა.

გასულ კვირას ინტერნეტპლატფორმებზე პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა, რომლებიც უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებას შეეხება.

როგორც ირკვევა, ინტერნეტში ასობით ფაილი მოხვდა და უცხოური მედია მათ შინაარს ეტაპობრივად ავრცელებს.

ეს გაჟონვა შესაძლოა, 2013 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყოს, როდესაც ინტერნეტში ​WikiLeaks-ის მიერ მოპოვებული მასალები მოხვდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები