იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, მიგრანტების ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
საზღვაო და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საგანგებო პერიოდში 5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოიყოფა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს ნაბიჯი მთავრობას იმ ადამიანების უკან დაბრუნების საშუალებას მისცემს, რომლებსაც იტალიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
ხელისუფლებაში ოქტომბრიდან მყოფი ჯორჯა მელონის მთავრობა მასობრივი მიგრაციის შეზღუდვის პირობას დებს, მაგრამ, ქვეყნის შსს-ს მონაცემით, წელს უკვე დაახლოებით 31 300 მიგრანტია ჩასული, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში, დაახლოებით, 7 900 მიგრანტი იყო.
10 აპრილს სანაპირო დაცვამ სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და ორი მცირე ზომის გემზე მყოფი 1 200 ადამიანი გადაარჩინა.
თებერვლის ბოლოს, კალაბრიაში გემის ჩაძირვის შემდეგ ჯორჯა მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.
8-9 იტალიის კუნძულ ლამპედუზაში აფრიკის ქვეყნებიდან, დაახლოებით, 1700 მიგრანტი ჩავიდა.