თელავში საკრებულოს წევრი სცემეს
თელავში, გუშინ გვიან ღამით “გაერთიანებული ოპოზიციიდან” თელავის საკრებულოს წევრს, ნიკა ვარდოშვილსა და სასტუმრო “ძველი თელავის” მენეჯერს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, ნიკა ვარდოშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვარდოშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოშია გადაყვანილი და გამოკვლევა ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.